პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა შუა დერეფნის შესაძლებლობების ათვისებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და პეკინსა და კუანგჭოუს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებაზე იმსჯელეს.

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი
რუსთავი 2

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, სადაც მთავარი თემა ჩინეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ათვისება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

თამარ იოსელიანის თქმით, ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის ეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

"წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზე იმსჯელეს.

"ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკულ რეჟიმში გადავიტანოთ თანამშრომლობა ყველა ტიპის ტრანსპორტთან მიმართებით. საუბარი შეეხო ასევე სამოქალაქო ავიაციის კუთხით თანამშრომლობას და პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას.

ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ როგორც პეკინსა და თბილისს შორის, ასევე კუანგჭოუსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას და, რა თქმა უნდა, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს
  2. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველო მზად არის ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად
  3. POSTVსამთავრობოსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები