ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია და ანაკლიის პორტისა თუ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები განიხილეს.

თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა
თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

თამარ იოსელიანმა ჟასურბეკ ჩორიევს ტრასეკას გენერალ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA -ს ფორმატში.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ იოსელიანი: ჩვენ თანხვედრაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ, საქართველო აორმაგებს გამტარუნარიანობას რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები