თამარ იოსელიანი: ჩვენ თანხვედრაში ვართ პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ, საქართველო აორმაგებს გამტარუნარიანობას რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებით
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციითა და ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველო გამტარუნარიანობას აორმაგებს. მისი თქმით, უზბეკეთთან გაფორმებული პროტოკოლი ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ჩინური ტვირთების დამატებით მოზიდვას.

"ძალიან მნიშვნელოვანი კომისიის სხდომა ჩატარდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ჩვენ, შესაბამისად, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელიც აღრმავებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სხდომის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ზოგადად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე. თამარ იოსელიანის თქმით, საქართველო თანხვედრაშია პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ახორციელებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და შესაბამისად, ცენტრალური აზიის დაკავშირებას ევროპულ ბაზრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ის ისტორიული განახლება, რომელიც რკინიგზაში ხორციელდება. ამასთან, უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს უზბეკეთი ჩინეთსა და ყირგიზეთთან ერთად, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შუა დერეფანში ჩინური ტვირთები დამატებით მოვიზიდოთ. მათი რკინიგზა 2029 წლიდან დაახლოებით 15 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს, შესაბამისად, ჩვენ თანხვედრაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ. საქართველო აორმაგებს გამტარუნარიანობას რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან მნიშვნელოვანი კომისიის სხდომა ჩატარდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ჩვენ, შესაბამისად, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელიც აღრმავებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის“
„მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და შესაბამისად, ცენტრალური აზიის დაკავშირებას ევროპულ ბაზრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ის ისტორიული განახლება, რომელიც რკინიგზაში ხორციელდება. ამასთან, უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს უზბეკეთი ჩინეთსა და ყირგიზეთთან ერთად, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შუა დერეფანში ჩინური ტვირთები დამატებით მოვიზიდოთ. მათი რკინიგზა 2029 წლიდან დაახლოებით 15 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს, შესაბამისად, ჩვენ თანხვედრაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ. საქართველო აორმაგებს გამტარუნარიანობას რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.