ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლადაშენებული დამატებითი კორპუსი გახსნეს. მათ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს
ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცესრუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლადაშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

სკოლის ინფრასტრუქტურას ასევე გაეცნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდა 400 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო დახურული სპორტული დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაგეგმილია მახინჯაურის სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი და მეორე, ძირითადი კორპუსის მშენებლობა, სადაც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება - ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ლაბორატორიები და სხვა ფუნქციური სივრცეები.

აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და განახლებული სივრცეები დაათვალიერეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები