მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს - მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა
მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მშენებლობის დროულად დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდა და დაჰპირდა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში დაიწყებენ.

მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს, ისინი სკოლის მშენებლობის დროულად დასრულებას ითხოვდნენ. მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდა, რომელმაც მშობლებსა და მოსწავლეებს მიმდინარე მშენებლობის ეტაპი გააცნო და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც დეტალურად გააცნობენ მშენებლობის ყველა დეტალსა და ეტაპს.
ასევე მინისტრი მშობლებსა და ბავშვებს დაჰპირდა, რომ ისინი ახალ სასწავლო წელს ახალ აშენებულ სკოლაში შეხვდებიან.
„შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…