თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა ახალი შენობის დროულად დასრულების მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მისულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეზი სოხაძემ განაცხადა, რომ სკოლაში სწავლა 2027 წლის სექტემბრიდან განახლდება.
დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ ცოტე დადიანის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
ისინი სკოლის ახალი შენობის დროულად დასრულებას ითხოვენ, რომლის მშენებლობაც დაწყებულია.
მე-10 სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა. ამ ხნის განმავლობაში მე-10 სკოლის მოსწავლეები დროებით სწავლბდნენ სხვადასხვა სკოლის შენობაში, ზოგჯერ კი – დისტანციურად.
დღევანდელ აქციაზე მისული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზი სოხაძე. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მე-10 საჯარო სკოლაში სწავლა 2027 წლის სექტემბრიდან განახლდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები ახალი სკოლის აშენების აშენების მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი მსგავსი მოთხოვნით აქციებს გასულ წელსაც მართავდნენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…