მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი, რომ ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ - რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობაზე
რევაზ სოხაძე თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მშენებლობა რამდენიმე დღეში განახლდება, ხოლო მოსწავლეები სწავლას 2027 წლის სექტემბერში დაიწყებენ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდა.
რევაზ სოხაძემ მათ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განუმარტა და განაცხადა, რომ მოსწავლეები მე-10 საჯარო სკოლაში სწავლას 2027 წლის სექტემბერში დაიწყებენ.
მინისტრის განმარტებით, უახლოეს დღეებში კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს.
"ჩვენ მოვედით და ავუხსენით ის სიტუაცია და გავაცანით ის რეალობა, რაც არის ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქცია სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებისა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნების მოთხოვნით გამართეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ მოვედით და ავუხსენით ის სიტუაცია და გავაცანით ის რეალობა, რაც არის ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…