რევაზ სოხაძე: თბილისის №10 საჯარო სკოლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება
თბილისის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების მიერ გზის გადაკეტვის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ სკოლის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ.

თბილისის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს, ავუხსენით არსებული ვითარება და გავაცანით რეალური მდგომრეობა. სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ამ სკოლის მშობლებთან და პედაგოგებთან,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ №10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კვირის ბოლოს მშობლებს კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნობს დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ახალ ინფორმაციას.
“სკოლის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. პროცესში შექმნილი შეფერხება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, პროცესი აქტიურად გაგრძელდეს. რაც ყველაზე მთავარია, მშობლებს, პედაგოგებსა და ბავშვებს დავპირდი, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს ისინი სწავლას ახალ სკოლაში დაიწყებენ”,- განაცხადა მინისტრმა.
თბილისის საჯარო №10 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.
ციტატები სტატიიდან
„სკოლის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. პროცესში შექმნილი შეფერხება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, პროცესი აქტიურად გაგრძელდეს. რაც ყველაზე მთავარია, მშობლებს, პედაგოგებსა და ბავშვებს დავპირდი, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს ისინი სწავლას ახალ სკოლაში დაიწყებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…