ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა და მშენებლობის შეფერხების მიზეზად კონტრაქტორის მიერ სამუშაოების არადამაკმაყოფილებელი ტემპი და ხარისხი დაასახელა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებასა და ვადებს სასკოლო საზოგადოებას 20 დღეში გააცნობს.

რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა
რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდაიმედინიუსი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.

გორის №11 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას მშენებლობის შეფერხების მიზეზები განუმარტა. რევაზ სოხაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის მშობლებისა და პედაგოგების უკმაყოფილება და ის სირთულეები, რომლებსაც მშენებლობის გაჭიანურება სასკოლო საზოგადოებას უქმნის.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებისა და მშენებლობის დასრულების ვადების მიუხედავად, სამინისტრო არ დაუშვებს კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით. ახალი სკოლა უნდა აშენდეს დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

მინისტრმა მშობლებისა და პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი დასრულების დაზუსტებულ ვადას.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობორევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები