ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“

მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს პასუხობს და აცხადებს, რომ დედამისმა, გიული ალასანიამ, მათ საერთო შვილს კიევში ბინა აჩუქა და მას ფინანსურადაც რეგულარულად ეხმარება.

სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“
სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“POSTV

ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბრალდებული ექსპრზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დედამისმა გიული ალასანიამ ლიზა იასკოსა და მის საერთო შვილს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი, ამიტომ დედაჩემი გიული რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა. რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მას მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო“, – აცხადებს სააკაშვილი კომენტარებში.

ამასთან, სააკაშვილი ლიზა იასკოს შესახებაც წერს.

„მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის“, – წერს პატიმარი სააკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები