ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია

უკრაინული მედიის ცნობით, რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სამართლებრივ დავას აწარმოებს — იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან ალიმენტის გადახდასა და საერთო შვილზე მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.

უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია
უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორიაიმედინიუსი

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტების მიღება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს.

როგორც მედია აღნიშნავს, 2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. 2023 წლიდან სააკაშვილის გვარი იასკოს დეკლარაციიდან გაქრა, მაგრამ დარჩა ჩანაწერი შვილის, ჟასმინ მიხეილის ასულის, შესახებ.

იასკოს ადვოკატის დიმიტრი ბუზანოვის განცხადებით, ორივე მშობელი ვალდებულია ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მანამ, სანამ მას 18 წელი შეუსრულდება. ეს ვალდებულება არაა დამოკიდებული იმაზე, მშობლები იმყოფებიან თუ არა ოფიციალურ ქორწინებაში.

იურისტის თქმით, სასამართლომ რომც ჩამოართვას სააკაშვილს მშობლის უფლება, ეს მას ალიმენტების გადახდისგან არ გაათავისუფლებს. შესაბამისად, სასამართლოში მთავარ საკითხად ალიმენტების თანხის ოდენობა იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილს ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით უჩივლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები