ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის დეპუტატ ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ საერთო ქალიშვილზე ზრუნავს, დედამისმა კი ბავშვს კიევში ბინა აჩუქა. მედიის ინფორმაციით, იასკო სასამართლოს გზით სააკაშვილისთვის ალიმენტის დაკისრებასა და მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.

სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარება
სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის წევრს, ლიზა იასკოს სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დიდ პატივს სცემს ლიზას, რომელიც რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის მათ შვილს.

"ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება.

მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის," - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი მისი პატიმრობის შემდეგ დაიბადა, ზრუნავს მის კეთილდღეობაზე, გიული ალასანია კი ფინანსურად ყოველთვიურად ეხმარება, 2022 წელს კი კიევში მდებარე ბინაც აჩუქა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი.

ამიტომ, დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.

გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.

იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მისთვის მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან, რომელთანაც საერთო ქალიშვილი, ჟასმინი ჰყავს - სამართლებრივ დავაშია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილიდან იგი სასამართლოს მეშვეობით სააკაშვილისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასა და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ალიმენტის გადახდის საკითხი ბევრად უფრო ადვილად გადასაჭრელია, ვიდრე მშობლის უფლებების ჩამორთმევა. სასამართლო პროცესი 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა
  2. POSTVსამთავრობოსააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება. მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის,“
მიხეილ სააკაშვილი
„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი. ამიტომ, დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა. რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მისთვის მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები