საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: 24 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს 250-ზე მეტი დემონსტრანტი დაშავდა
საფრანგეთში 24 ოქტომბრის საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი დემონსტრანტი და 267 სამართალდამცველი დაშავდა, პოლიციამ კი 1 435 პირი დააკავა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა.

საფრანგეთში 24 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს 250-ზე მეტი დემონსტრანტი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია BFM-ის ეთერში განაცხადა. მისივე მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაშავდა 267 სამართალდამცველიც.
შსს-ს ხელმძღვანელის თქმით, შაბათის აქციებთან დაკავშირებით პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 435 პირი დააკავა.
„დღის განმავლობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, რადგან არანაირი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა, მიუხედავად ულტრამემცხენე და რადიკალურად მემარცხენე მოძრაობის აქტივისტების მცდელობისა, შეტაკებებში შესულიყვნენ“, - აღნიშნა ნუნიესმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების მიმართ „ძალადობის ძალიან მაღალი დონე“, რაც 17 ოქტომბრის პროტესტზე დაფიქსირებულს ჰგავს, თუმცა ამჯერად პოლიციელებმა „სათანადო პასუხის გაცემა შეძლეს“.
ციტატები სტატიიდან
„დღის განმავლობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, რადგან არანაირი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა, მიუხედავად ულტრამემცხენე და რადიკალურად მემარცხენე მოძრაობის აქტივისტების მცდელობისა, შეტაკებებში შესულიყვნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…