ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მასობრივი პროტესტებისა და არეულობების შედეგად თითქმის 1000 პოლიციელი დაშავდა, ხოლო დაკავებულთა რიცხვმა 2400-ს გადააჭარბა.

საფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღო
საფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღოიმედინიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ის არ მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, მაკრონმა განაცხადა, რომ ნუნიესი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა „უზრუნველყოს სამართალდამცავი ძალების სარდლობის უწყვეტობა“. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე სთხოვა შს მინისტრს, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მაროდიორების წინააღმდეგ საბრძოლველად.

18 ოქტომბერს საღამოს მაკრონმა ერს მიმართა და ძალადობა დაგმო. „ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ბრაზსა და სირცხვილს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „განადგურება აზრის გამოხატვის ფორმა არ არის“. ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროტესტის მონაწილეთა ხმები მოსმენილი უნდა იყოს“.

მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ შემოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მისკენ მოუწოდებდა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეფექტებს შეუძლიათ აკრძალონ საპროტესტო აქციები, თუ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი შენობებისა და ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად.

17 ოქტომბერს საფრანგეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები ცხოვრების ღირებულების ზრდას აპროტესტებდნენ და სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესებას, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სისტემის შეცვლას ითხოვდნენ. რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა: დემონსტრანტები მანქანებს წვავდნენ და მაღაზიებს არბევდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეტაკებების შედეგად თითქმის 1000 სამართალდამცველი დაშავდა. შს სამინისტროს 19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, პოლიციამ სულ მცირე 2400 ადამიანი დააკავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უზრუნველყოს სამართალდამცავი ძალების სარდლობის უწყვეტობა“
„ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ბრაზსა და სირცხვილს“
„განადგურება აზრის გამოხატვის ფორმა არ არის“
„პროტესტის მონაწილეთა ხმები მოსმენილი უნდა იყოს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები