პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანია აპირებს შეისყიდოს უკრაინის "ბარსის" ტიპის ფრთიანი რაკეტები

Financial Times-ის ცნობით, გერმანია უკრაინაში წარმოებული „ბარსის“ ტიპის ფრთიანი რაკეტების შესყიდვას გეგმავს, რაზეც შეთანხმება უახლოეს კვირებში გაფორმდება.

გერმანია აპირებს შეისყიდოს უკრაინის "ბარსის" ტიპის ფრთიანი რაკეტები
რადიო თავისუფლება

გერმანია ემზადება უკრაინაში წარმოებული, "ბარსის" ტიპის ფრთიანი რაკეტების შესყიდვისთვის. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Financial Times (FT), გერმანიის ხელისუფლების გეგმებში გათვიცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. მოელიან, რომ პირველი პარტიის შესყიდვაზე შეთანხმება უახლოეს კვირებში გაფორმდება.

2027 წლის დასაწყისში გერმანელი სამხედროების გეგმავენ რაკეტების ტექნიკურ გამოცდას. თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის, გერმანიამ, შესაძლოა, უფრო მსხვილი შეკვეთა გააკეთოს, რამდენიმე ასეულ ერთეულზე. FT-ის მონაცემებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გერმანია შეისყიდის უკრაინაში წარმოებულ, შემტევ იარაღს.

"ბარსზე" მუშაობა დაიწყო 2023 წელს. ფორმალურად, რაკეტას მისადაგებული აქვს უპილოტო საფრენი აპარატის კლასიფიკაცია, თუმცა მისი მწარმოებლები მას ფრთიან რაკეტად მოიხსენიებენ. მათი მონაცემებით, ფრენის მანძილი აღწევს ათას კილომეტრს, სიჩქარე აჭარბებს 700 კილომეტრს საათში, ხოლო საბრძოლო მასა თითქმის 60 კილოგრამს უტოლდება. რაკეტის წარმოებაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები.

"ბარსს" იყენებენ რუსეთის საჰაერო სამიზნეთა გადატაცებისთვისაც. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ ასეთი გადატაცების ეფექტიანობა 30-მდე პროცენტს უტოლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიგერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთი შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაზე ზეწოლას ახდენს, რადგან შიშობს, რომ გერმანული რაკეტების საპასუხოდ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - Financial Timesწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები