ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა?“ – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სხვის ანალიტიკაზე დაყრდნობით მოქმედების მოთხოვნა და საკუთარი თავის მხოლოდ საპარლამენტო სიასა თუ ტექნიკურ მთავრობაში გახსენება ზედაპირულობა და პირადი ინტერესების მსახურებაა.

,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა?“ – ნიკა გვარამია
,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა?“ – ნიკა გვარამიაალია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა? ერთი და იგივე ადამიანები, რამდენიმე თვიანი შუალედით, ორივეს ერთნაირი რიხით რანაირად ამტკიცებენ, ვერ ვხვდები.

სხვისი წარმატებების და წარუმატებლობების, სხვის მიერვე გაკეთებულ ანალიტიკურ მასალაზე დაყრდნობით სხვას რომ სთოხვ მოქმედებას და შენი თავი მარტო ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებულთა საპარლამენტო სიის თუ ტექნიკური მთავრობის კონტექსტში გახსენდება, ამას ქვია მეთოდებში ზედაპირულობა და არასერიოზულობა, ხოლო მიზნებში – არასანდოობა და პირადი ინტერესების მსახურება.

შენი ქვეყნის ვითარება და პრობლემები შენ უნდა გააანალიზო, შენ მოიფიქრო გამოსავალი და ბრძოლის ეფექტური ხერხები და მერე შენვე განახორციელო.

სხვისი გამოცდილების შესწავლა და განზოგადება და მერე სხვისთვის ამის გაზიარების პროფესიული ჩვევა, შეზავებული თანამდებობრივი ამბიციის დიდი ულუფით, არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან – არც ძველთან, არც ახალთან და არც არანაირთან.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,21, 22, 23 ოქტომბერს ოქროს ურდოს ბათუმის ფილიალში დამიბარეს” – ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები