მიხეილ ყაველაშვილი: მეუღლესთან ერთად კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ზეთისხილის რთველში მივიღე მონაწილეობა (ფოტოები)
ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ქართული მაღალი ხარისხის აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მეუღლესთან ერთად კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანია "სვანიძის ზეთისხილს“ ვეწვიე და ზეთისხილის რთველში მივიღე მონაწილეობა.
"ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ქართული მაღალი ხარისხის აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.
მეუღლესთან ერთად კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანია "სვანიძის ზეთისხილს“ ვეწვიე და ზეთისხილის რთველში მივიღე მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერე ზეთისხილის ბაღები და საწარმო, გავეცანი მოსავლის აღებისა და ზეთის წარმოების სრულ ციკლს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვითარდება ისეთი აგროსაწარმოები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს, წარმოების მასშტაბსა და ხარისხის მაღალ სტანდარტებს აერთიანებს" - წერს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…