ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კახეთში, „სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებში მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა. მინისტრის განცხადებით, ზეთისხილის კულტურის განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პირველ ლედისთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, „სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებში ზეთისხილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.

2026 წლის მოსავლის პროგნოზით, მსხმოიარე ბაღებიდან დაახლოებით 500-700 ტონა ზეთისხილის მიღებას ელოდებიან. კომპანია, საკუთარ ბაღებში მოყვანილ მოსავალთან ერთად, საქართველოში ზეთისხილის მწარმოებელი ფერმერებისგანაც იბარებს ნაყოფს და მის გადამუშავებას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის ნაყოფს შეადგენს.

„ზეთისხილის კულტურის განვითარებას საქართველოში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ბაღების ფართობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსავლის მიღებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობებიც, რაც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებსა და საწარმოში სეზონურად 100-120 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დაახლოებით 95% ადგილობრივი მოსახლეობაა.

საწარმო სხვადასხვა წლებში სარგებლობდა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის - „დანერგე მომავლის“ ტექნიკური დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამებით. მხარდაჭერის ფარგლებში დაფინანსდა ბაღების გაშენება, ასევე ნიადაგის დასამუშავებელი და მოსავლის ამღები ტექნიკისა და დანადგარების შეძენა.

გარდა ამისა, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით, საწარმო ISO 22000-ის სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესს გადის.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ზეთისხილის კულტურის გაშენება ქვეყნის მასშტაბით 25,7 მლნ ლარით, 3 720 ჰექტარზეა თანადაფინანსებული. მათ შორის კახეთის რეგიონში თანადაფინანსებამ 20 მლნ ლარი შეადგინა და 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილმა ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები