ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად, კახეთში ზეთისხილის საწარმო დაათვალიერა და ზეთისხილის კრეფაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია „სვანიძის ზეთისხილს“ ეწვია, საწარმო დაათვალიერა და ზეთისხილის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად, კახეთში ზეთისხილის საწარმო დაათვალიერა და ზეთისხილის კრეფაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად, კახეთში ზეთისხილის საწარმო დაათვალიერა და ზეთისხილის კრეფაში მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დაათვალიერა და ზეთისხილის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზეთისხილის ბაღები და საწარმო დაათვალიერა. მიხეილ ყაველაშვილი გაეცნო ზეთისხილის მოყვანის, მოსავლის აღებისა და ზეთის წარმოების სრულ ციკლს.

ყურადღება დაეთმო ზეთისხილის წარმოების განვითარების პერსპექტივებს, ქართული აგროპროდუქციის ხარისხის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობებს.

ქართული აგროწარმოების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებისა და ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა
  2. NEWS.GEმიხეილ ყაველაშვილი: მეუღლესთან ერთად კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ზეთისხილის რთველში მივიღე მონაწილეობა (ფოტოები)
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები