საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია „სვანიძის ზეთისხილს“ ეწვია და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა. მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ზეთისხილის ბაღები და წარმოების სრული ციკლი დაათვალიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზეთისხილის ბაღები და საწარმო დაათვალიერა. მიხეილ ყაველაშვილი გაეცნო ზეთისხილის მოყვანის, მოსავლის აღებისა და ზეთის წარმოების სრულ ციკლს.
ყურადღება დაეთმო ზეთისხილის წარმოების განვითარების პერსპექტივებს, ქართული აგროპროდუქციის ხარისხის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
ქართული აგროწარმოების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებისა და ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…