აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე რეგიონის განვითარებისა და საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ ეკონომიკურ საბჭოზე განსახილველად წარმოდგენილი საკითხები მიზნად ისახავს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, რაც რეგიონის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…