ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი - სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბრალდებების საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ. მისი მტკიცებით, ხელისუფლების წინააღმდეგ მათი სისტემური საბოტაჟი და ძალისმიერი მეთოდით დამხობის მცდელობები დღემდე გრძელდება.

გია ვოლსკი - სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს
გია ვოლსკი - სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოსინტერპრესნიუსი

სასამართლოზე განხილვებით შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, რათა ყველაფერი პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს - ამის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმ ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან, ხელისუფლების და სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საბოტაჟი დღემდე გრძელდება და ამ დამოკიდებულების შეცვლას არავინ აპირებს.

„განხილვებით, ამ ეტაპზე, შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რასაც არგუმენტირებული ბჭობის და დაპირისპირების შინაარსი უნდა ჰქონდეს წესით. ამის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმ ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად არსებობს.

საკითხის არსებითი განხილვის დროს, არანაირი პასუხები არა აქვთ იმ შეკითხვებზე, რომელსაც მოსარჩელე მხარე დასვამს. ბრალდებას აქვს გარკვეული ერთობლიობა მტკიცებულებებისა იმის თაობაზე, რომ დიახაც, ხდებოდა სადისტური მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა. დიახაც, მართლაც არის ორგანიზებული ყოველდღიური და სისტემური საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს და გამოიხატა არაერთ მცდელობაში, რომ ძალისმიერი მეთოდით ყოფილიყო ხელისუფლება დამხობილი. საერთოდ ხელისუფლების, სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საბოტაჟი დღემდე გრძელდება და ხვალ არავინ აპირებს ამ ოპონენტებისაგან დამოკიდებულების შეცვლას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განხილვებით, ამ ეტაპზე, შთაბეჭდილება რჩება, რომ იქნება საკმაოდ სერიოზული და ინტენსიური მცდელობები, პოლიტიკურ შეფასებებში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რასაც არგუმენტირებული ბჭობის და დაპირისპირების შინაარსი უნდა ჰქონდეს წესით. ამის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმ ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომელიც რეალურად არსებობს. საკითხის არსებითი განხილვის დროს, არანაირი პასუხები არა აქვთ იმ შეკითხვებზე, რომელსაც მოსარჩელე მხარე დასვამს. ბრალდებას აქვს გარკვეული ერთობლიობა მტკიცებულებებისა იმის თაობაზე, რომ დიახაც, ხდებოდა სადისტური მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა. დიახაც, მართლაც არის ორგანიზებული ყოველდღიური და სისტემური საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს და გამოიხატა არაერთ მცდელობაში, რომ ძალისმიერი მეთოდით ყოფილიყო ხელისუფლება დამხობილი. საერთოდ ხელისუფლების, სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საბოტაჟი დღემდე გრძელდება და ხვალ არავინ აპირებს ამ ოპონენტებისაგან დამოკიდებულების შეცვლას,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი – სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო, პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები