ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნავთობის საერთაშორისო ფასები დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა: Brent-ის ღირებულება 1.8%-ით დაეცა $114.57-მდე, WTI კი 2.2%-ით გაუფასურდა და $100.96-მდე ჩამოვიდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ფასებზე გავლენა ახლო აღმოსავლელი შუამავლების მიერ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განახლების მცდელობამ იქონია.

ნავთობის საერთაშორისო ფასები დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე შემცირდა
ნავთობის საერთაშორისო ფასები დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე შემცირდაBM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ორშაბათს, გასულ კვირას დაფიქსირებული მრავალთვიანი მაქსიმუმის შემდეგ შემცირდა. არსებული ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.8%-ით დაეცა და ბარელზე $114.57 შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ნედლეულის ფასი 2.2%-ით შემცირდა და $100.96-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, გასულ კვირას Brent-ის ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. პარასკევს კი სავაჭრო სესია თითქმის ექვსთვიან მაქსიმუმზე, $116.72-ზე დაიხურა. ამავე სესიაზე ამერიკული ნავთობის საბოლოო ფასმა $103.27 შეადგინა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამჟამინდელ მოცემულობაზე გავლენა აქვს იმას, რომ ახლო აღმოსავლელი შუამავლები ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რეგიონული დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საუდის არაბეთის კოალიციამ რიადის მიმართულებით იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა. Saudi Press Agency-ის ინფორმაციით, განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ კოალიციამ იემენში ჰუსიტების სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და საწყობებზე შეტევები მიიტანა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Brent-ის ფასმა $110-ს მიაღწია - რა აძვირებს ნავთობს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები