პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ნავთობი ზედიზედ მეორე კვირაა იაფდება - ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინი იზრდება

ნავთობის ფასები ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება, რასაც Reuters-ი გლობალურ ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინის ზრდას და აშშ-ში მოთხოვნის შესუსტებას უკავშირებს.

Reuters: ნავთობი ზედიზედ მეორე კვირაა იაფდება - ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინი იზრდება
იმედინიუსი

ნავთობის ფასები ზედიზედ მეორე კვირაა კლებისკენ მიდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების მოლოდინები გაიზარდა.

ფასებზე გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების შემცირებაც, მაშინ როდესაც ვაშინგტონი ირანის ბლოკადაზეა კონცენტრირებული და ცხრა თვეა მიმდინარე ომის ფარგლებში თეირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს.

პარასკევს სავაჭრო სესიის დასრულებისას Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 95,84 დოლარი იყო, რაც 2 ცენტით, ანუ 0,02%-ით მეტია წინა მაჩვენებელზე. ამერიკული WTI-ის ფასი კი 18 ცენტით, ანუ 0,2%-ით შემცირდა და ბარელზე 88,56 დოლარი შეადგინა.

ერთი კვირის ჭრილში, ორივე მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 2,5%-ით შემცირდა. წინა კვირას Brent 16%-ით, WTI კი 13%-ით გაიაფდა.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში გლობალურ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების ზრდაზეა საუბარი. ამასთან, აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე ირანთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკების შემცირებამ ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

„აშკარაა, რომ რამდენიმე თვის წინ ყველაზე დიდი შიში დეფიციტს უკავშირდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მთავარი შიში ჭარბი მიწოდებაა“, - განაცხადა Price Futures Group-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ფილ ფლინმა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ნავთობის ბაზარზე გასული კვირის განმავლობაში ფასების მკვეთრი მერყეობა დაფიქსირდა. კვირის დასაწყისში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესების მოლოდინმა ფასებზე კლების მიმართულებით იმოქმედა, თუმცა ვითარება შეცვალა საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურაზე იემენის ჰუსიტების თავდასხმებმა და სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე თავდასხმებმა.

ნავთობის ფასების შემცირებას აშშ-ში მოთხოვნის შესუსტების ნიშნებიც განაპირობებს. SS WealthStreet-ის დამფუძნებლის სუგანდა საჩდევას შეფასებით, ნედლი ნავთობისა და საწვავის მარაგების ზრდა მიუთითებს, რომ მოხმარების პერსპექტივა შედარებით სუსტია.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, გასულ კვირას ქვეყანაში ნედლი ნავთობისა და საწვავის მარაგები გაიზარდა. ამის მიზეზი გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მიმართ შედარებით დაბალი მოთხოვნა და ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა გახდა, წერს Reuters-ი.

მიუხედავად ფასების შემცირებისა, ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკები კვლავ მაღალია. ეს საზღვაო დერეფანი ახლო აღმოსავლეთის ძირითადი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების საექსპორტო გადაზიდვებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნავთობის ფასი $95.2-მდე შემცირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები