შალვა პაპუაშვილი – რადიკალები, ეს ფსევდორელიგიური სექტა სერბეთშიც რომ ყოფილიყო, იქაც დამარცხდებოდა, რადგან არ აქვთ ეროვნული ინტერესების და ღირებულებების გააზრება
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას „ანტიქართული წარმონაქმნი“ და „ფსევდორელიგიური სექტა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ ეროვნული ინტერესები არ აქვთ, ბრიუსელის მითითებებს ასრულებენ და სერბეთშიც რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.

რადიკალები არც ნეპალელები არიან, არც უნგრელები და არც სერბები, ისინი არც ქართველები არიან. ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი. მათთვის ეროვნული ინტერესი მე-17 ხარისხოვანია და ხელოვნურადაც არ შეუძლიათ, ეს ყველაფერი გააკეთონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა სერბეთში არჩევნებთან დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, „სერბეთში რასაც ვაკვირდებოდით, ის ოპოზიციური ჯგუფი აქციებზე ხატებით გამოდიოდა“.
„ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მათი პლატფორმაა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასოდეს მოხდება, ის სერბეთის ნაწილია. რას ვხედავთ, აქეთ? ვხედავთ, ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის და ამბობენ, ბრიუსელს ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ, რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა შევასრულოთო, ჩვენი ინტერესი კი არაფერ შუაშია. ფსევდორელიგიური სექტა იმასაც ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრამვაა, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ამ ფსევდორელიგიურ სექტას საქართველოში არათუ გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, არამედ სერბეთშიც რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ, რადგან არ აქვთ ეროვნული ინტერესების და ეროვნული ღირებულებების გააზრება. ტყუილად ცდილობენ, რაღაც პარალელები მოძებნონ. ეს ყველაფერი ჩვენთან სცადეს. ჟურნალისტების რევოლუცია სცადეს, რომელიც ჩაეშალათ, არ გამოვიდა. „ენჯეოების“ რევოლუცია სცადეს, არ გამოუვიდათ. პარტიების რევოლუცია სცადეს, არ გამოუვიდათ. ბოლოს, ლამის უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების და ელჩების რევოლუცია სცადეს და ესეც არ გამოუვიდათ. ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. საქმე მეთოდებში კი არ არის, შინაარსშია და რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან. მათთვის ეს იმდენად უცხოა, რომ ხელოვნურადაც არ შეუძლიათ, თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ. ხელოვნურად არ შეუძლიათ, თქვან, რომ კომპრომისი არ იქნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სომხეთის მაგალითებით აპელირებენ და აფხაზეთს და ცხინვალს ტრამვას უწოდებენ, რომელიც უნდა მოვიცილოთო. არ არსებობს არცერთი შესაძლო ოფცია და ვარიანტი, როდესაც ეს ანტიქართულმა, აგენტრულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს. კლიშეები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, პუტინისტური თუ პრორუსული, ყალბი ნარატივია, რომელსაც ბრუსელი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში დაამკვიდროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალები უნგრეთის მაგალითზე მაინც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საკითხი არა პრორუსულობას, ან პროევროპულობას, ან პროამერიკულობას არ ეხება.
„ვნახეთ, მადიარი არა ანტირუსული ან პროევროპული განწყობისაა, ის პროუნგრული განწყობისაა. მთავარია, ისე მოქმედებს, რაც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. იმ ძირითად საკითხებზე, რომლის გამოც, მათ შორის, ორბანს აკრიტიკებდნენ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, უნგრეთის დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. სერბეთშიც იგივეა. ძალა, რომელმაც სებეთში გაიმარჯვა, აქციებზე ხატებით გადიოდა. ჩვენთან ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, თავისი ალტერნატიული გურუები ჰყავთ და აქვთ რელიგია, ფსევდორელიგია, ალტერნატიული საფიცარები, რომელზეც ლოცულობენ და ფიცულობენ. ეს ძალა ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია უპირატესი ევროკავშირის ინტერესებთან შედარებით და ევროკავშირის წევრობაზე საერთოდ ფიქრობენ, რომ რეფერენდუმია ჩასატარებელი. რა ხდება ჩვენთან ფსევდორელიგიური სექტის წარმომადგენლებში? ისინი ამბობენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს, ბრიუსელის ინტერესია გადამწყვეტი და არა საქართველოს ინტერესი. ბრიუსელი თუ გვეტყვის, ახლა ეს ესკალაცია მოვახდინოთ რუსეთთან, დიახაც, უნდა მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ბრიუსელის ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ
შალვა პაპუაშვილი: “სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა; რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი, და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? – ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ”
ციტატები სტატიიდან
„სერბეთში რასაც ვაკვირდებოდით, ის ოპოზიციური ჯგუფი აქციებზე ხატებით გამოდიოდა“
„ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მათი პლატფორმაა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასოდეს მოხდება, ის სერბეთის ნაწილია. რას ვხედავთ, აქეთ? ვხედავთ, ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის და ამბობენ, ბრიუსელს ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ, რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა შევასრულოთო, ჩვენი ინტერესი კი არაფერ შუაშია. ფსევდორელიგიური სექტა იმასაც ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრამვაა, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ამ ფსევდორელიგიურ სექტას საქართველოში არათუ გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, არამედ სერბეთშიც რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ, რადგან არ აქვთ ეროვნული ინტერესების და ეროვნული ღირებულებების გააზრება. ტყუილად ცდილობენ, რაღაც პარალელები მოძებნონ. ეს ყველაფერი ჩვენთან სცადეს. ჟურნალისტების რევოლუცია სცადეს, რომელიც ჩაეშალათ, არ გამოვიდა. „ენჯეოების“ რევოლუცია სცადეს, არ გამოუვიდათ. პარტიების რევოლუცია სცადეს, არ გამოუვიდათ. ბოლოს, ლამის უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების და ელჩების რევოლუცია სცადეს და ესეც არ გამოუვიდათ. ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. საქმე მეთოდებში კი არ არის, შინაარსშია და რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან. მათთვის ეს იმდენად უცხოა, რომ ხელოვნურადაც არ შეუძლიათ, თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ. ხელოვნურად არ შეუძლიათ, თქვან, რომ კომპრომისი არ იქნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სომხეთის მაგალითებით აპელირებენ და აფხაზეთს და ცხინვალს ტრამვას უწოდებენ, რომელიც უნდა მოვიცილოთო. არ არსებობს არცერთი შესაძლო ოფცია და ვარიანტი, როდესაც ეს ანტიქართულმა, აგენტრულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს. კლიშეები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, პუტინისტური თუ პრორუსული, ყალბი ნარატივია, რომელსაც ბრუსელი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში დაამკვიდროს“
„ვნახეთ, მადიარი არა ანტირუსული ან პროევროპული განწყობისაა, ის პროუნგრული განწყობისაა. მთავარია, ისე მოქმედებს, რაც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. იმ ძირითად საკითხებზე, რომლის გამოც, მათ შორის, ორბანს აკრიტიკებდნენ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, უნგრეთის დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. სერბეთშიც იგივეა. ძალა, რომელმაც სებეთში გაიმარჯვა, აქციებზე ხატებით გადიოდა. ჩვენთან ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, თავისი ალტერნატიული გურუები ჰყავთ და აქვთ რელიგია, ფსევდორელიგია, ალტერნატიული საფიცარები, რომელზეც ლოცულობენ და ფიცულობენ. ეს ძალა ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია უპირატესი ევროკავშირის ინტერესებთან შედარებით და ევროკავშირის წევრობაზე საერთოდ ფიქრობენ, რომ რეფერენდუმია ჩასატარებელი. რა ხდება ჩვენთან ფსევდორელიგიური სექტის წარმომადგენლებში? ისინი ამბობენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს, ბრიუსელის ინტერესია გადამწყვეტი და არა საქართველოს ინტერესი. ბრიუსელი თუ გვეტყვის, ახლა ეს ესკალაცია მოვახდინოთ რუსეთთან, დიახაც, უნდა მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ბრიუსელის ინტერესშია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…