ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ოპოზიცია ანტიქართული სექტაა, რომელიც ეკლესიას თავს ესხმის და აფხაზეთისა და ცხინვალის დათმობაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, რადიკალურ ოპოზიციას ეროვნული ინტერესები არ გააჩნია და ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ
პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთიმედინიუსი

სერბეთში ხედავდით, რომ ეს ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. მათი პლატფორმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მათი პლატფორმაა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია და მისი აღიარება არასდროს მოხდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია ანტიქართული წარმონაქმნია, რომლისთვისაც „ეროვნული ინტერესი მეჩვიდმეტეხარისხოვანია“.

„აქ რას ვხედავთ? - ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ეს სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ. ასე რომ ესენი სერბეთშიც დამარცხდებოდნენ, რადგან არ აქვთ ეროვნული ღირებულებების გააზრება.

ჩვენთან ხომ სცადეს ჟურნალისტების, ენჯეოების, პარტიების რევოლუცია და არ გამოუვიდათ. ბოლოს ლამის უცხო ქვეყნის ელჩების და პოლიტიკოსების რევოლუცია სცადეს და არ გამოუვიდათ. რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან არის დაცლილი, მათ ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესებია და არ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორიებზე კომპრომისი არ იქნება. ასე რომ, არ არსებობს არცერთი შესაძლოა ვარიანტი, როდესაც ამ ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს საქართველოში

ყველაზე ბოლოს, უნგრეთის მაგალითზე უნდა მიმხვდარიყო ეს ფსევდოლიბერალური სექტა, რომ საკითხი არა პროევროპულობას, პრორუსულობას ან პროამერიკულობას ეხება, არამედ, ვნახეთ რომ მადიარი არის პროუნგრული განწყობის, ეს არის მთავარი, რომ ის ისე მოქმედებს, როგორც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის საჭირო. ხედავთ რომ საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც დიდი არაფერი შეცვლილა. სერბეთშიც იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა. სერბეთში ის ძალა, რომელმაც გაიმარჯვა, ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და ევროკავშირის წევრობაზე, რეფერენდუმია ჩასატარებელი. ეს ძალა ამბობს, რომ კოსოვო არის სერბეთის შემადგენელი ნაწილი და არასდროს აღიარებენ მის დამოუკიდებლობას, თორემ სერბეთშიც იყვნენ ისეთივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისე ფიქრობდნენ როგორც ნიკა გვარამია, რომ კოსოვო ტრავმაა, რომელიც უნდა მოიცილონ და წინ გაიხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობორადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილი
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – რადიკალები, ეს ფსევდორელიგიური სექტა სერბეთშიც რომ ყოფილიყო, იქაც დამარცხდებოდა, რადგან არ აქვთ ეროვნული ინტერესების და ღირებულებების გააზრება
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა; რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი, და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? – ეს სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები