"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
„ელ კლასიკოში“ „რეალის“ მიერ „ბარსელონას“ 2:1 დამარცხების შემდეგ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გამარჯვება კამავინგასა და ბელინგემის ნახევარდაცვიდან შეტევაში ეფექტურმა ჩართვამ განაპირობა.

"ელ კლასიკოში" "რეალის" გამარჯვების შემდეგ, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებმაც "სამეფო კლუბს" ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან 3 ქულა მოუტანა.
"კამავინგას ვუთხარი, რომ თავისუფალ სივრცეში შეტევაში წასულიყო. "ბარსელონას" წინააღმდეგ თავდამსხმელებისთვის რთულია შეტევა და თავისუფალი სივრცის პოვნაც კი.
ერთადერთი გამოსავალი ნახევარმცველების გამოყენებაა. როდესაც ამას თავდამსხმელები აკეთებენ, "ბარსელონას" დაცვა ამისთვის მზად არის და შესაბამისი დავალებებიც შესრულებული აქვთ. შედეგად, თავდამსხმელები, მაგალითად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ან მათ გამჭოლ პასს ჟოან გარსია ჩაჭრის.
ჩემმა გადაწყვეტილებამ, გამომეყენებინა ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც კამავინგა და ბელინგემია, რათა მათ ეს დაცვითი ხაზი გაერღვიათ, გაამართლა", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. კილიან მბაპემ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა, რაფინიამ 61-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მბაპემ 87-ე წუთზე მადრიდელებს გამარჯვება მოუტანა.
მომდევნო შეხვედრას "რეალი" 1-ელ ნოემბერს სტუმრად "რასინგთან" გამართავს, "ბარსელონა" კი ერთი დღით ადრე საკუთარ მოედანზე "ალავესს" უმასპინძლებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…