ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იურგენ კლოპის განცხადებით, ელ კლასიკოში ის „ბარსელონას“ უგულშემატკივრებს, რადგან ამ მომენტში მას უკეთეს გუნდად მიიჩნევს. მან ასევე აღნიშნა, რომ წარსულშიც კატალონიელებისკენ იხრებოდა, რადგან მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა აგრესიული საქციელი აღიზიანებდა.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"სპორტალი

ლა ლიგის მეათე ტურში „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. მომავალი ელ კლასიკოს შესახებ საკუთარი მოსაზრება გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურებ. მათ დაპირისპირებას ყოველთვის ვუყურებდი. ადრე სიმპათიებით უფრო „ბარსელონას“ მიმართ ვიყავი განწყობილი, რადგან „რეალის“ ფეხბურთელთა აგრესიული საქციელი მაღიზიანებდა.

ახლა უკეთეს გუნდს ვუგულშემატკივრებ, რომელიც მოცემულ მომენტში „ბარსელონაა“, - განაცხადა კლოპმა DAZN-თან ინტერვიუში.

შეხვედრა 26 ოქტომბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები