ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა განაცხადა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში „ელ კლასიკოს“ წინ მადრიდის „რეალს“ ტიბო კურტუასა და კილიან მბაპეს ჩამოაშორებდა.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინსპორტალი

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა დაასახელა მადრიდის "რეალის" ორი ფეხბურთელი, რომელთა თამაშიდან ჩამოშორებასაც ისურვებდა 25 ოქტომბერს გასამართი ელ კლასიკოს წინ.

"კურტუა ბევრ ქულას მოუტანს გუნდს, ურთულეს ბურთებს იგერიებს, ხოლო მბაპე სხვაობას ქმნის და უამრავი გოლი გააქვს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, "რეალს" ორივეს ჩამოვაშორებდი!" - ციტირებს ფერმინ ლოპესის სიტყვებს Actu Foot-ი სოციალურ ქსელ X-ზე, TVE-ზე დაყრდნობით.

"ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება 25 ოქტომბერს, ბარსელონაში, "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გაიმართება.

ლა ლიგის ცხრა ტურის შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი "რეალი" კი 21 ქულით მესამე ადგილზეა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კურტუა ბევრ ქულას მოუტანს გუნდს, ურთულეს ბურთებს იგერიებს, ხოლო მბაპე სხვაობას ქმნის და უამრავი გოლი გააქვს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, "რეალს" ორივეს ჩამოვაშორებდი!“
ფერმინ ლოპესი
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები