ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქრისტიანობის 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის იუბილე არ არის, არამედ ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიისა და ეროვნული უწყვეტობის თარიღია, რამაც ქვეყანას დამოუკიდებლობის არაერთგზის აღდგენის შესაძლებლობა მისცა.

შალვა პაპუაშვილი – 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
შალვა პაპუაშვილი – 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცააპირველი არხი

დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმზე ღმერთი, სამშობლო, ადამიანი სიტყვით გამოსვლოსას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იმპერიათა გზაჯვარედინზე იდგა.

მისი თქმით, იცვლებოდა ბევრი გარემოება, თუმცა უცვლელი დარჩა ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის მიღებით გააკეთა.

„1700 წლის წინ ქართლმა მხოლოდ ახალი სარწმუნოება არ მიიღო. მან მიიღო ღირებულებათა სისტემა, აირჩია ცივილიზაციური სივრცე, კულტურული გზა და ის იდენტობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ საყრდენ სვეტად იქცა. ქრისტიანობა საქართველოსთვის მხოლოდ სარწმუნოებრივი არჩევანი არ ყოფილა. ეს იყოჩვენი ისტორიული გზისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების არჩევანიც. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იმპერიათა გზაჯვარედინზე იდგა. იცვლებოდა გეოპოლიტიკური გარემო. იცვლებოდნენ მეზობლები. იცვლებოდა ძალთა ბალანსი. მაგრამ უცვლელი დარჩა ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის მიღებით გააკეთა. ამიტომ, საქართველოს ისტორიის გააზრება შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშე. ისევე,როგორც შეუძლებელია ქართული კულტურის, მწერლობის, ხუროთმოძღვრების, სამართლებრივი აზროვნების და ეროვნული თვითშეგნების სრულყოფილად გაგება იმ სულიერი საფუძვლის გარეშე, რომელმაც ყოველივე ამას ფორმა მისცა. ქრისტიანობამ მხოლოდ ტაძრები არ ააშენა. მანშექმნა სკოლები და სამონასტრო საგანმანათლებლო კერები. მან ერთმანეთს დაუკავშირა წიგნის კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მანჩამოაყალიბა ზნეობრივი პასუხისმგებლობის, სამართლიანობის და ადამიანის ღირსების ის გაგება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოების საყრდენი გახდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორია მხოლოდ გადარჩენის ისტორია არ არის, ის საკუთარი რწმენის, ენის, კულტურისა და სახელმწიფოს იდეის ერთგულების ისტორიაცაა.

„ამიტომ, როდესაც ქრისტიანობის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ, მხოლოდ ეკლესიის ისტორიას კი არ ვიხსენებთ – ქართული სახელმწიფოს კულტურულ ბიოგრაფიასაც ვყვებით. საქართველოს არაერთხელ დაუკარგავს სახელმწიფოებრიობა. არაერთხელ დანგრეულა ქალაქები, გადამწვარა მონასტრები, მტერს დაუცარიელებია სოფლები, მაგრამ ვერავის წაურთმევია ქართველი ხალხისთვის ის სულიერი და კულტურული საყრდენი, რომელმაც უმძიმეს პერიოდებშიც კი შეგვინარჩუნა საკუთარი თავი. ამიტომ, საქართველოს ისტორია მხოლოდ გადარჩენის ისტორია არ არის. ის საკუთარი რწმენის, ენის, კულტურისა და სახელმწიფოს იდეის ერთგულების ისტორიაცაა. დღეს მსოფლიო კვლავ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობს. სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო წესრიგი. მაგრამ, როგორც ისტორიამ არაერთხელ გვასწავლა, ცვლილებების ეპოქაში ყველაზე მტკიცედ ის საზოგადოებები დგანან, რომლებიც საკუთარ იდენტობას არ კარგავენ. ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მხოლოდ წარსულის ზეიმი არ არის, ის ასვე არის მომენტი, როდესაც უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი თაობის თავდადებით მოვიდა დღემდე. პასუხისმგებლობა, მომავალ თაობებს გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, არამედ ისტორიული მეხსიერებით, ეროვნული თვითშეგნებით და რწმენით ძლიერი საქართველო. აწმყოში სახელმწიფოს ძლევამოსილება მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო სიძლიერით იზომება. მაგრამ ისტორიას სულ სხვა საზომი აქვს. საუკუნეებს მხოლოდ ის სახელმწიფო უძლებს, რომლებიც საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა.

„ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გაკვეთილი სწორედ ეს არის: სახელმწიფოებრიო ბაშეიძლება დროებით დაკარგო, მაგრამ თუ ერი საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს, სახელმწიფოს აღდგენის შესაძლებლობაც რჩება. საქართველოს შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ბევრჯერ იქცა რეალობად, რადგან რჩებოდა ქართული ენა, რჩებოდა ეკლესია, რჩებოდა ისტორიული მეხსიერება, რჩებოდა კულტურა. რჩებოდა განცდა იმისა, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორია კი არა, ისტორიული და სულიერი ერთობა იყო – ენა ინახავდა ჩვენს მეხსიერებას, ეკლესია – სულიერ ერთობას, კულტურა კი თაობებს ერთმანეთთან აკავშირებდა. სწორედ ეს უწყვეტობა აძლევდა ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხანგრძლივი დროით დაკარგული ჰქონდა. ქრისტიანობაზე, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ღირებულებით საყრდენზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრა ქართველი ერის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. სულიერად გაუდაბნოებულ გარემოში მან ქრისტეს ეკლესიის მიმქრალ ნაკვერჩხალს მოუარა, გააღვივა და ერის მანათობელ ჩირაღდნად აქცია. სწორედ ამ ჩირაღდნის ნათელი ვიხილეთ ყველამ მისი უკანასკნელ გზაზე გაცილებისას. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის კლდე, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში დგას საქართველოს ეკლესია და რომელსაც ეყრდნობა ქართველი ერის ისტორიული ერთობა. ამიტომ, 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღე. გილოცავთ ამ დიდ ისტორიულ იუბილეს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„1700 წლის წინ ქართლმა მხოლოდ ახალი სარწმუნოება არ მიიღო. მან მიიღო ღირებულებათა სისტემა, აირჩია ცივილიზაციური სივრცე, კულტურული გზა და ის იდენტობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ საყრდენ სვეტად იქცა. ქრისტიანობა საქართველოსთვის მხოლოდ სარწმუნოებრივი არჩევანი არ ყოფილა. ეს იყოჩვენი ისტორიული გზისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების არჩევანიც. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იმპერიათა გზაჯვარედინზე იდგა. იცვლებოდა გეოპოლიტიკური გარემო. იცვლებოდნენ მეზობლები. იცვლებოდა ძალთა ბალანსი. მაგრამ უცვლელი დარჩა ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის მიღებით გააკეთა. ამიტომ, საქართველოს ისტორიის გააზრება შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშე. ისევე,როგორც შეუძლებელია ქართული კულტურის, მწერლობის, ხუროთმოძღვრების, სამართლებრივი აზროვნების და ეროვნული თვითშეგნების სრულყოფილად გაგება იმ სულიერი საფუძვლის გარეშე, რომელმაც ყოველივე ამას ფორმა მისცა. ქრისტიანობამ მხოლოდ ტაძრები არ ააშენა. მანშექმნა სკოლები და სამონასტრო საგანმანათლებლო კერები. მან ერთმანეთს დაუკავშირა წიგნის კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მანჩამოაყალიბა ზნეობრივი პასუხისმგებლობის, სამართლიანობის და ადამიანის ღირსების ის გაგება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოების საყრდენი გახდა“
„ამიტომ, როდესაც ქრისტიანობის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ, მხოლოდ ეკლესიის ისტორიას კი არ ვიხსენებთ – ქართული სახელმწიფოს კულტურულ ბიოგრაფიასაც ვყვებით. საქართველოს არაერთხელ დაუკარგავს სახელმწიფოებრიობა. არაერთხელ დანგრეულა ქალაქები, გადამწვარა მონასტრები, მტერს დაუცარიელებია სოფლები, მაგრამ ვერავის წაურთმევია ქართველი ხალხისთვის ის სულიერი და კულტურული საყრდენი, რომელმაც უმძიმეს პერიოდებშიც კი შეგვინარჩუნა საკუთარი თავი. ამიტომ, საქართველოს ისტორია მხოლოდ გადარჩენის ისტორია არ არის. ის საკუთარი რწმენის, ენის, კულტურისა და სახელმწიფოს იდეის ერთგულების ისტორიაცაა. დღეს მსოფლიო კვლავ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობს. სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო წესრიგი. მაგრამ, როგორც ისტორიამ არაერთხელ გვასწავლა, ცვლილებების ეპოქაში ყველაზე მტკიცედ ის საზოგადოებები დგანან, რომლებიც საკუთარ იდენტობას არ კარგავენ. ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მხოლოდ წარსულის ზეიმი არ არის, ის ასვე არის მომენტი, როდესაც უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი თაობის თავდადებით მოვიდა დღემდე. პასუხისმგებლობა, მომავალ თაობებს გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, არამედ ისტორიული მეხსიერებით, ეროვნული თვითშეგნებით და რწმენით ძლიერი საქართველო. აწმყოში სახელმწიფოს ძლევამოსილება მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო სიძლიერით იზომება. მაგრამ ისტორიას სულ სხვა საზომი აქვს. საუკუნეებს მხოლოდ ის სახელმწიფო უძლებს, რომლებიც საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?