შალვა პაპუაშვილი აჭარაში დღეს მონათლულებს: მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს - თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ღირებულებები, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტადაა შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხიჭაურაში 1300 ადამიანის მონათვლა განსაკუთრებული მოვლენაა და ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავის ფონზე სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს.
ამ მნიშვნელოვან წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე, - განაცხადა ზემო აჭარაში, ხიჭაურაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან პატრიარქის მიერ მონათლულთა ოჯახების სიხარული სრულიად საქართველოს სიხარულად იქცა.
„მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრი და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი.
სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის - 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო, ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან, რომელიც აქ შესრულდა. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე.
მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს. თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არამხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ ასევე კუთვნილება. თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ღირებულებები, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტადაა შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ამიტომ მინდა ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"მთელი ყურადღება მოპყრობილია განსაკუთრებულ დღეზე, როცა 1300 ადამიანი გაქრისტიანდა, მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრები" - შალვა პაპუაშვილი აჭარაში იმყოფება
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო
- რუსთავი 2"რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს" - მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში მასშტაბურ ნათლობის ცერემონიას დაესწრო
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო”
ციტატები სტატიიდან
„მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრი და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი. სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის - 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო, ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან, რომელიც აქ შესრულდა. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე. მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს. თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არამხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ ასევე კუთვნილება. თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ღირებულებები, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტადაა შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ამიტომ მინდა ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…