პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში 26 ოქტომბერს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა 26 ოქტომბერს განახლდება. სასამართლომ ოპოზიციის 13 შუამდგომლობა უკვე არ დააკმაყოფილა, ხოლო ივანიშვილისა და „ოცნების“ წარმომადგენლების დაბარების მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბერს დღის 2 საათიდან განახლდება სხდომა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე. აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე სულ სამი სხდომა გაიმართა.
23 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე“ სხდომა გახარიას პარტიის შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა.
წინა ორი დღე კი სასამართლომ სხვა ოპოზიციური ძალების 11 შუამდგომლობა განიხილა და არც ერთი არ დააკმაყოფილა. ისევ გაუგებარია: კონკრეტულად რის საფუძველზე ითხოვს ამა თუ იმ პარტიის აკრძალვას „ოცნება“.
სასამართლოს პლენუმმა 23 ოქტომბერს გახარიას პარტიის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ამავე პარტიის მესამე შუამდგომლობას – ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაბარებას, გადაწყვეტილებას პლენუმი ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამოაცხადებს.
თუ პლენუმი ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წარმოდგენის შესახებ ბოლო, ანუ მთლიანობაში მე-14 შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, გამოდის, რომ სასამართლოს გამოსაკითხი არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომელიმე გარემოებას, რის გამოც „ოცნება“ ქვეყანაში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს.
თავად „ოცნება“ მოწმეების წარმოდგენას არ ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა.
არნიშნულ საქმეზე თუ რა ხდებოდა საკონსტიტუციოში წინა სასამართლო პროცესებზე შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ რეპორტაჟებში სასამართლო სხდომებიდან:
დღე პირველი
რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან
დღე მეორე
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
დღე მესამე
მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
ამავე თემაზე:
„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა“ – ინტერვიუ
„პარტიების აკრძალვის საქმეში ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე იმალება“ – მიხეილ შარაშიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…