25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის საპასუხოდ, 25 ოქტომბერს თსუ-სთან საპროტესტო კამპანია დაიწყება, რომელიც 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციის გამართვას ისახავს მიზნად.

ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, 25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან ერთობლივ კამპანიას დაიწყებენ, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციის მოწყობას.
„ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას., რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია.
მაგრამ ერთია მას რა უნდა, მეორეა რის საშუალებას მივცემთ.
სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.
სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას.
სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.
სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს.
მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.
25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,
კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.
ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე.
25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან“, – განაცხადა ოპოზიციის ალიანსის ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას., რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია. მაგრამ ერთია მას რა უნდა, მეორეა რის საშუალებას მივცემთ. სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას. სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს. სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს. მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია. 25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე. 25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.