"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. დვალიშვილმა ოქტაგონზე მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ უკეთესი შედეგის ჩვენება შეუძლია.

აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე მოკლე კომენტარი გააკეთა და იანს გამარჯვება მიულოცა.
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავია - მე უკეთესი შემიძლია ვიყო. ვულოცავ პიოტრ იანს. მან დამამარცხა და ის დღეს უკეთესი იყო. წარმატებებს ვუსურვებ მას, თავის ლამაზ ოჯახთან ერთად, - განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…