შალვა პაპუაშვილი: თუ პარტია თავისი არსით ანტიქართულია, მაშინ მას პროევროპულობა არ შველის
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია შეიძლება აიკრძალოს არა პრორუსულობისთვის, არამედ ანტიქართულობისთვის, რადგან ანტიკონსტიტუციურია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ პარტია არსით ანტიქართულია, მას „პროევროპულობა არ შველის“.

არ გეთანხმებით, რომ უკრაინაში აიკრძალა პრორუსული პარტიები, სინამდვილეში ეს არის არასწორი ხედვა იმისა, თუ რა არის სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენლის ლევან ნიშნიანიძის კითხვაზე პასუხად.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში პარტიები აიკრძალნენ არა პრორუსულობისთვის, არამედ ანტიუკრაონულობისთვის.
„ანტიქართულობისთვის შეიძლება აიკრძალოს პარტია. არც პრორუსულობაა ანტიკონსტიტუციური, არც პროამერიკულობა, „ანტი“ - როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ არის ის, არის ანტიკონსტიტუციური. თუ რამე „პრო“ არის, არის ქართული და არსებობს ანტიქართული. თუ პარტია თავისი არსით ანტიქართულია, მაშინ მას პროევროპულობა არ შველის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ანტიქართულობისთვის შეიძლება აიკრძალოს პარტია. არც პრორუსულობაა ანტიკონსტიტუციური, არც პროამერიკულობა, „ანტი“ - როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ არის ის, არის ანტიკონსტიტუციური. თუ რამე „პრო“ არის, არის ქართული და არსებობს ანტიქართული. თუ პარტია თავისი არსით ანტიქართულია, მაშინ მას პროევროპულობა არ შველის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…