შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილს, რომელიც დიქტატორი იყო, რაში სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დიქტატორი იყო და უკანონო მეთოდებით მოქმედებდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი 14 წლის თავზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

დიქტატორები მოქმედებენ სხვა მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი მოქმედებდა ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც კანონს მიღმა იყო.
"2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს,მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ ძირს უთხრიან დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს,მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ ძირს უთხრიან დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…