შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ, თუ რა გააფთრებული წნეხია საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო ქვეყანაზე გააფთრებული წნეხია. მისი თქმით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური – „ქართული ოცნება“ თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ, თუ რა გააფთრებული წნეხია საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უდიდესი წნეხი და თავდასხმა იქნებოდა საქართველოზე 2012-2013 წელს, იმავე პროცესისთვის რომ მიემართა ხელისუფლებას.
„მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოსთვის ის ზიანი, რომელიც შეეძლო ამ გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ გარე პოლიტიკურ აქტორებს და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მფარველებს.
თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ. კოჰაბიტაცია, თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა პროცესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
14 წლის განმავლობაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უამრავჯერ მიეცა შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა. მათ არათუ 2012 წლის შემდეგ არჩევნები არ აღიარეს, 2012 წლის არჩევნებიც არ აღიარეს. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიან გადაბარებას არ აპირებდა. მასზე ზემოქმედება მოახდინა ორმა სენატორმა, შაჰინმა და რიშმა, რომლებიც მისი პირდაპირი მფარველები და ინსტრუქტორები იყვნენ. შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს, რომ გარეთ ხალხი გადაგივლის, თუკი არ აღიარებ შენს მარცხს.
წლიდან წლამდე „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რამდენი შანსიც მიეცა, არცერთი არ გამოიყენეს, დარჩნენ კონსტიტუციის მიღმა და ახლა დადგა მომენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ შორის ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი: 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური ან ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური
შალვა პაპუაშვილი – 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი
შალვა პაპუაშვილი: „14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან – ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური“
კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი, ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ის დაადგენს სიმართლეს - შალვა პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოსთვის ის ზიანი, რომელიც შეეძლო ამ გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ გარე პოლიტიკურ აქტორებს და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მფარველებს. თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ. კოჰაბიტაცია, თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა პროცესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 14 წლის განმავლობაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უამრავჯერ მიეცა შანსი, რომ დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა. მათ არათუ 2012 წლის შემდეგ არჩევნები არ აღიარეს, 2012 წლის არჩევნებიც არ აღიარეს. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიან გადაბარებას არ აპირებდა. მასზე ზემოქმედება მოახდინა ორმა სენატორმა, შაჰინმა და რიშმა, რომლებიც მისი პირდაპირი მფარველები და ინსტრუქტორები იყვნენ. შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს, რომ გარეთ ხალხი გადაგივლის, თუკი არ აღიარებ შენს მარცხს. წლიდან წლამდე „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რამდენი შანსიც მიეცა, არცერთი არ გამოიყენეს, დარჩნენ კონსტიტუციის მიღმა და ახლა დადგა მომენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ შორის ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…