შალვა პაპუაშვილი: 2012 წლიდან ვაკვირდებით, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც წლების განმავლობაში თავისი ფორმები შეიცვალა, უარყოფს ნებისმიერი ხელისუფლების, ანუ უარყოფს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურობას
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლიდან უარყოფს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თავად ოპოზიცია ხომ არ არის ანტიკონსტიტუციური.

2012 წლიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი ფორმები შეიცვალა, უარყოფს ნებისმიერი ხელისუფლების, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა ყოფილიყო, საშინაო პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურობის უარყოფას ნიშნავს.
"როდესაც ვსაუბრობთ საბოლოო ჯამში რას ეხება ეს თემა, დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა თავის კომენტარში, სულ მცირე, 14 წელია, 2012 წლიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი ფორმები შეიცვალა, უარყოფს ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა ყოფილიყო, საშინაო პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას - ანუ უარყოფს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, თავად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს საკითხს ასე, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციურები, ან მაშინ ისინი არიან არაკონსტიტუციურები. აქ არის მხოლოდ ორი შესაძლო „ოფცია“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს უნდა გადაწყვიტოს და ამიტომ მივმართეთ, რომ ბოლო-ბოლო გაირკვეს. 14 წელია, ამას უყურებს საზოგადოება, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციის, შესაბამისად, კონსტიტუციურობის საკითხს. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ გაარკვიოს სასამართლომ, შემთხვევით ისინი ხომ არ არიან ანტიკონსტიტუციურები," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ვსაუბრობთ საბოლოო ჯამში რას ეხება ეს თემა, დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა თავის კომენტარში, სულ მცირე, 14 წელია, 2012 წლიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი ფორმები შეიცვალა, უარყოფს ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა ყოფილიყო, საშინაო პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას - ანუ უარყოფს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, თავად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს საკითხს ასე, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციურები, ან მაშინ ისინი არიან არაკონსტიტუციურები. აქ არის მხოლოდ ორი შესაძლო „ოფცია“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს უნდა გადაწყვიტოს და ამიტომ მივმართეთ, რომ ბოლო-ბოლო გაირკვეს. 14 წელია, ამას უყურებს საზოგადოება, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციის, შესაბამისად, კონსტიტუციურობის საკითხს. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ გაარკვიოს სასამართლომ, შემთხვევით ისინი ხომ არ არიან ანტიკონსტიტუციურები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…