ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დიქტატორი იყო და უკანონო მეთოდებით მოქმედებდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ „ანტიკონსტიტუციური პარტიების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 14 წლის თავზე მიმართა.

შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი
შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორიიმედინიუსი

დიქტატორები მოქმედებენ სხვა მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მოქმედებდა ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც კანონს მიღმა იყო.

„2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს,მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ ძირს უთხრიან დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს,მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ ძირს უთხრიან დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები