თელავი ტრადიციულ ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს
თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ჭაჭის ტრადიციული ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც ფერმერები და მცირე მარნები საკუთარ ნაწარმს წარმოადგენენ, ღონისძიების ბოლოს კი საუკეთესო მწარმოებლებს დააჯილდოებენ.
თელავი ტრადიციულ ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების ეპიცენტრი ერეკლე მეორის გამზირია.
მოწყობილ პავილიონებში ფერმერებს, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებლებს საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტების მონაწილეობით კი სხვადასხვა თემატური სივრცეა მოწყობილი, რომლებიც კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და კულტურას ასახავს.
ღონისძიების დასასრულს 2026 წლის საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლებს დააჯილდოებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…