თელავში "ერეკლეობა" აღინიშნება
თელავში მეფე ერეკლეს დაბადებიდან 306 წელი - „ერეკლეობა“ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ტაძარში პანაშვიდი აღევლინა, ხოლო ქალაქში სხვადასხვა კულტურული და საზეიმო ღონისძიება იმართება.

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე - "ერეკლეობა" აღინიშნება. წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 306 წელი შესრულდა.
ტრადიციულად, აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა.
მთავარ მოედანზე და ბატონის ციხის მიმდებარედ მოწყობილია ღვინის ხეივანი, ეთნო სახლი, კალიგრაფიის კუთხე, ფოტოზონა, მხატვრების ფანჩატური, სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები და კულინარიული სივრცე. სასახლის ეზოში დამონტაჟებულია სცენა სადაც საღამოს საპატიო "თელაველი 2026-ის" საზეიმო დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.