ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თელავში "ერეკლეობა" აღინიშნა - სტუმრებს ღვინის ხეივანი, ეთნო-სახლი, კალიგრაფიის კუთხე, მხატვრების ფანჩატური და კულინარიული სივრცეები მასპინძლობდნენ

თელავში ტრადიციული სახალხო ზეიმი „ერეკლეობა“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა-გაყიდვები, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, ერეკლე მეორის ორდენის გადაცემა და სადღესასწაულო გალაკონცერტი.

თელავში "ერეკლეობა" აღინიშნა - სტუმრებს ღვინის ხეივანი, ეთნო-სახლი, კალიგრაფიის კუთხე, მხატვრების ფანჩატური და კულინარიული სივრცეები მასპინძლობდნენ
თელავში "ერეკლეობა" აღინიშნა - სტუმრებს ღვინის ხეივანი, ეთნო-სახლი, კალიგრაფიის კუთხე, მხატვრების ფანჩატური და კულინარიული სივრცეები მასპინძლობდნენრუსთავი 2

ქალაქში, სადაც ყოველი კუთხე ერეკლე მეფის ისტორიას ინახავს, დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. 306 წლის წინ დაბადებული პატარა კახის იუბილეს კახეთი ტრადიციული სახალხო ზეიმით შეხვდა. ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბატონის ციხისა და სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა.

სტუმრებს ღვინის ხეივანი, ეთნო-სახლი, კალიგრაფიის კუთხე, მხატვრების ფანჩატური და კულინარიული სივრცეები მასპინძლობდნენ.

საგამოფენო სივრცეებთან და პავილიონებთან ერთად, მოეწყო მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვაც.

ტრადიციულად, აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა.

მეფე ერეკლეს სასახლის საელჩო დარბაზში, სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ტრადიცია წელსაც გაგრძელდა. ერეკლე მეორის ორდენი ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტს, ნუკრი მჭედლიშვილს და ვეტერან ძიუდოისტს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს - ალექსი დავითაშვილს გადაეცათ.

ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებს "ერეკლეობა" მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში განვლო.

ღონისძიების ფარგლებში, თელავის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყო ზაქარია კოლელიშვილი, რომელსაც ჯილდო ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

დღესასწაული თელავში გალაკონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი და სოლისტები წარდგნენ.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.