თბილისში ორი მოზარდი დააკავეს სკოლაში მოსწავლეებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით
თბილისში სკოლაში ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს — შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის მამის თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დანა ამოიღეს.

“თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს”, - ეს ინფორმაცია, რომელიც sandotskaro.ge-იმ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში დაუდასტურეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სანდრო წყაროს” ინფორმაციით, დაკავებულები - სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ვიდეოზარით, „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.
ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…