ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული
სკოლაზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით დაკავებული 14 წლის მოზარდის ადვოკატის მტკიცებით, სახლიდან მხოლოდ სათამაშო იარაღები ამოიღეს და TikTok-მიმოწერა დანაშაულად ვერ ჩაითვლება. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა.
სკოლაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს - არ ამბობს, რამ აიძულა მასობრივი ძალადობა დაეგეგმა თანამზრახველთან ერთად.
დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ნამდვილად დევს tik-tok-ის მიმოწერები, მაგრამ იურისტის შეფასებით მოზარდებს შორის საუბარი დანაშაულად ვერ ჩაითვლება.
მოსამართლეს დაცვის მხარემ სასამართლოს გირაო შესთავაზა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა არ დააკმაყოფილა.
რუსთავში, ბებიას საცხოვრებელ სახლში დაკავებული 14 წლის მოზარდის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახლიდან მხოლოდ სათამაშო იარაღებია ამოღებული.
ბრელდბული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს თვლის უდანაშაულოდ. არ ვადსტურებ, რომ რაიმე ისეთი საგანი არის ამოღებული, რომლითაც მსგავსი რამე საშინელების ჩადენა შესაძლებელი იქნებოდა. ეს გახლავთ სათამაშო ინვენტარი, რომელიც შეძენილი გახლავთ გასულ წლებში და არანაირ მომზადებაზე ან მომზადებისთვის რაიმე შეძენაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია.
დაიხ, [პოლიციამ შეძენილი სათამაშო იარაღები დალუქა] რომელიც შეძენილი გახლავთ გასულ წლებში და ამას დავადსტურებ გამოძიბის წინაშე.
დაკავებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ფიზიკურად ერთმანეთი არ უნახაიათ, არაფერზე არ შეთანახმებულან და რაიმე ისეთ გეგმაზე, რომელიც მსგვსი რამის ჩადენის შესაძლებლობას მისცემდა მხარეებს"- ამბობს ადვოკატი.
თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
პროკურატურის განმარტებით, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…