ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

49 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, რუსთავში 49 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქისგან გაყიდული მანქანები დროებით დაიბრუნა და შემდეგ სხვებზე გაასხვისა.

49 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
49 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა, თუმცა შეთანხმების პირობები დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს - დააკავეს პირი, რომელიც დაზარალებულს აშშ-დან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი ჩაარიცხვინა, თუმცა ვალდებულებები არ შეასრულა და თანხა მიისაკუთრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები