დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი
შსს-ს ცნობით, თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს მიყიდული ორი ავტომობილი მოგების განაწილების პირობით გამოართვა და შემდეგ სხვებზე გაასხვისა, რითაც დაზარალებულს 49 500 ლარის ზიანი მიაყენა.

დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა, თუმცა შეთანხმების პირობები დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…