პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს - დააკავეს პირი, რომელიც დაზარალებულს აშშ-დან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი ჩაარიცხვინა, თუმცა ვალდებულებები არ შეასრულა და თანხა მიისაკუთრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეს აშშ-დან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, თუმცა მის მიერ ჩარიცხული 75 104 ლარი მიისაკუთრა.

შსს - დააკავეს პირი, რომელიც დაზარალებულს აშშ-დან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი ჩაარიცხვინა, თუმცა ვალდებულებები არ შეასრულა და თანხა მიისაკუთრა
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულს ავტომანქანის ჩამოყვანას დაჰპირდა და 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
  2. ფორმულაოპოზიციურიმიითვისა 75 104 ლარი - დაკავებულია 1 პირი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები