"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
UFC-ის ჩემპიონმა პეტრ იანმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ მასთან მეგობრობას არ აპირებს, რადგან დვალიშვილი ომებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათი დაპირისპირება სპორტულ ფარგლებს გასცდა.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა პეტრ იანმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ მასთან მეგობრობას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, რუსი მებრძოლი ქართველს დღეს, აბუ-დაბიში, UFC 323-ზე, თანა-მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდება.
იანსა და დენიელ კორმიერს შორის ინტერვიუში ყოფილმა UFC-ის ჩემპიონმა რუსს ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა მას და მერაბს ბრძოლის შემდეგ მეგობრობა.
"არა", - უპასუხა იანმა.
კორმიერმა დაინტერესდა, რატომ არ შეეძლოთ მათ მეგობრობა, რაზეც იანმა მას ჯონ ჯონსთან ურთიერთობა შეახსენა.
"შენ ჯონ ჯონსთან მეგობრობ?" - ჰკითხა რუსმა მებრძოლმა.
კორმიემ უპასუხა, რომ ჯონსი დოპინგს იყენებდა და მუდმივად წესებს არღვევდა. იანმა კი საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა:
"მოიცა, მოიცა, ძმაო. ახლა პოლიციელივით ლაპარაკობ".
შემდეგ იანმა განმარტა, რომ მერაბის განცხადებები და მისი მხრიდან პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა მათ ურთიერთობას სპორტულ ფარგლებს სცილდება.
"როცა მას ბრძოლამდე დოპინგის მიღებაში ადანაშაულებდნენ, სუფთა იყო? მე და მერაბიც მსგავს სიტუაციაში ვართ. მისი განცხადებები გსმენია, ის ომებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ცდილობს, ხალხზე გავლენა მოახდინოს... ეს უკვე მხოლოდ სპორტული ისტორია აღარ არის. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, მშვიდად და შეუმჩნევლად ვცხოვრობთ", - განაცხადა იანმა დანიელ კორმიესთან ინტერვიუში.
ციტატები სტატიიდან
„შენ ჯონ ჯონსთან მეგობრობ?“
„მოიცა, მოიცა, ძმაო. ახლა პოლიციელივით ლაპარაკობ“
„როცა მას ბრძოლამდე დოპინგის მიღებაში ადანაშაულებდნენ, სუფთა იყო? მე და მერაბიც მსგავს სიტუაციაში ვართ. მისი განცხადებები გსმენია, ის ომებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ცდილობს, ხალხზე გავლენა მოახდინოს... ეს უკვე მხოლოდ სპორტული ისტორია აღარ არის. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, მშვიდად და შეუმჩნევლად ვცხოვრობთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…