[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
UFC-იმ რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი შორტი წარადგინა, რომლითაც პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს. თავად დვალიშვილმა განაცხადა, რომ იანთან ბრძოლაში მეტოქისთვის თავის მოგლეჯას, სხეულის დალეწვასა და სახის განაყვას აპირებს.
![[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა](/thumb/126716-960-b5602fe6.webp)
24 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 333-ზე მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ტიტულის მოქმედ მფლობელ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
UFC-ის პრესსამსახურმა ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე იანის შორტი წარადგინა, რომლითაც ის ქართველის წინააღმდეგ გამოვა. ის რუსეთის ფედერაციის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
რამდენიმე დღის წინ მერაბმა მომავალი ორთაბრძოლის შესახებ თქვა:
"რას ველი იანთან ბრძოლისგან? მთლიანად სისხლში ვიქნები. ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, ვეცდები, თავი გავუპო. სახეს გავუნაყავ", - განაცხადა დვალიშვილმა პორტალ Complex-თან ინტერვიუში.
ციტატები სტატიიდან
„რას ველი იანთან ბრძოლისგან? მთლიანად სისხლში ვიქნები. ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, ვეცდები, თავი გავუპო. სახეს გავუნაყავ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.