ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელების შემდეგ პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

საქართველოს პროკურატურა

ინტიმური ფოტო-ვიდეოს გავრცელებით პირის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ორ ბრალდებულს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, მათ ყალბი Facebook-ით მოპოვებული მასალები დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გაუგზავნეს.

ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელების შემდეგ პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გავრცელების შემდეგ პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათTV პირველი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები